ლატვიის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო ახალი კანონი, რომელიც რუსეთსა და ბელარუსს, ასევე მათ მოქალაქეებს, ლატვიაში უძრავი ქონების შეძენას უკრძალავს.
ეს აკრძალვა ასევე ვრცელდება რუსეთში ან ბელარუსში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე. ასევე დაგეგმილია კანონის მოქმედების ძალის გაფართოება იმ იურიდიულ პირებზე, რომლებშიც ამ ქვეყნების მოქალაქეები აქციების მინიმუმ 25%-ს ფლობენ და რომლებშიც ბენეფიციარული მფლობელები რუსეთის ან ბელორუსის მოქალაქეები არიან, ასევე რუსეთში ან ბელარუსში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე. ეს აკრძალვა მხოლოდ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დადებულ გარიგებებზე გავრცელდება.
როგორც კანონის ავტორები აღნიშნავენ, უკრაინაში სამხედრო ოპერაციების ჩატარების პარალელურად, რუსეთის ფედერაცია აწარმოებს ჰიბრიდულ ომს სხვა დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს არ უჭერენ და გმობენ რუსეთის აგრესიას, ან მხარდაჭერას უწევენ უკრაინას კრემლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასეთ ქვეყნებს შორის არის ლატვიაც. რუსეთის არასამხედრო გავლენის გაზრდის ერთ-ერთ ინსტრუმენტს და ამ მიზნით წარმოებული ჰიბრიდული ომის ელემენტს სხვა ქვეყნებში უძრავის ქონების არაპირდაპირი გზით შეძენა წარმოადგენს.
საზღვარგარეთ თავისი მოქალაქეების ყოფნა რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების მიზეზად გამოიყენა და თავის სამხედრო მოქმედებები საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით გაამართლა. ლატვიის პარლამენტმა ადრე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინასთან დაწყებული ომის გათვალისწინებით, ლატვიას, თავისი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა ესაჭიროება.
წყარო: 1 არხი