გუშინ, 20 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ "ადგილი, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დადგამს", რუსეთს ეკუთვნის. მისივე მტკიცებით, რუსი და უკრაინელი ერი "სინამდვილეში ერთი ერი" არის და "ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა" რუსეთს ეკუთვნის.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის ამ განცხადებებზე კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ  როდესაც პუტინი ამბობს, რომ ადგილი, "სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დადგამს", რუსეთს ეკუთვნის, ეს "ბელარუსს, ბალტიის ქვეყნებს, მოლდოვას, კავკასიას" და სხვა ქვეყნებსაც ეხება, "სადაც რუსმა მკვლელებმა შეიძლება მიაღწიონ".

მისივე თქმით, პუტინისთვის მისი "ძალაუფლება სრულდება იქ, სადაც რუსი მკვლელების შესაძლებლობები სრულდება".

"გუშინ ყველამ მოისმინა რუსეთის მეთაურის გზავნილები. ყოყოჩობაა ეს თუ სიგიჟე, ამის ახსნა ყველანაირად შეიძლება, მაგრამ როდესაც მკვლელი ამბობს, რომ მოკვლა სურს, ამას შესაბამისად აღვიქვამთ და რეაქცია პარტნიორებთან ერთად გვექნება. ვიმედოვნებ, ყველა პარტნიორთან ერთად.

გუშინ პუტინმა ბენეფისი მოაწყო, მათ შორის, აშშ-სთვისაც. აბსოლუტურად გულწრფელად ლაპარაკობდა. დიახ, მას მთლიანი უკრაინა სურს და ეს სურს არა ბოლო ოთხი წელია, არც 2014 წლიდან, არამედ დიდი ხანია, ის თავად არის ჩამოყალიბებული ამგვარად რუსული იმპერიალიზმის გამო.

როდესაც ის უკრაინაზე საუბრობს და კიდევ რაღაცას ამბობს რუსი ჯარისკაცების ფეხებზე, ის ასევე საუბრობს ბელარუსზე, ბალტიის ქვეყნებზე, მოლდოვაზე, კავკასიაზე და ისეთ ქვეყნებზეც, როგორებიცაა ყახაზეთი და ყველა ადგილზე მსოფლიოში, სადაც რუსმა მკვლელებმა შეიძლება მიაღწიონ. პუტინის ძალაუფლება სრულდება იქ, სადაც რუსი მკვლელების შესაძლებლობები სრულდება". - თქვა ზელენსკიმ და დაამატა, რომ უკრაინა თავს დაიცავს და "რუსი ოკუპანტის ყოველ ფეხზე" უკრაინულ დრონს იპოვიან.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ პუტინის განცხადებაზე რეაქცია პარტნიორებთან ერთად ექნებათ და "როდესაც მკვლელი ამბობს, რომ მოკვლა სურს", ამას შესაბამისად აღიქვამენ.

"გუშინ ყველამ მოისმინა რუსეთის მეთაურის გზავნილები. ყოყოჩობაა ეს თუ სიგიჟე, ამის ახსნა ყველანაირად შეიძლება, მაგრამ როდესაც მკვლელი ამბობს, რომ მოკვლა სურს, ამას შესაბამისად აღვიქვამთ და რეაქცია პარტნიორებთან ერთად გვექნება. ვიმედოვნებ, ყველა პარტნიორთან ერთად. [...]

რა თქმა უნდა, რუსი ოკუპანტის ყოველ ფეხზე უკრაინულ დრონს ვიპოვით. რა თქმა უნდა, უკრაინა საკუთარ თავს დაიცავს. ყველას ცხადად გვესმის, რომ საკითხი უკრაინის დამოუკიდებლობას ეხება - ეს საკითხი უკრაინელების გადარჩენას ეხება. ამ წლებში, პუტინის დროს, რუსები უფრო შორს წავიდნენ, უფრო შორს, ვიდრე გულაგები და სხვა მრავალი რამ, რაც იყო". - თქვა ზელენსკიმ.