სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 18 ივლისს „მწვანე შუქს“ აუნთებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი აღარ დაბლოკავს სანქციების მე-18 პაკეტს.

ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთმა ამ ეტაპზე მიაღწია ყველაფერს, რაც შეეძლო.

„ამ ეტაპზე კონტრპროდუქტიული იქნება ხვალ სანქციების მე-18 პაკეტის ბლოკირების გაგრძელება“, – განაცხადა ფიცომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

1tv.ge