უეფამ ევროპული კლუბების შემოსავლები გამოაქვეყნა და მადრიდის “რეალი“ პირველობას არავის უთმობს. “სამეფო კლუბმა“ ფინანსური წლის განმავლობაში ორი რეკორდი დაამყარა: ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხისა და კომერციული შემოსავლების მხრივ.

“რეალის“ საერთო კომერციულმა შემოსავალმა 568 მილიონი ევრო შეადგინა, რაც საკლუბო რეკორდია. “ბლანკოსი“ პირველი კლუბია, რომელმაც ამ კატეგორიაში 500-მილიონიანი ნიშნული გადალახა. ამ შედეგს “ბარსელონაც“ მიუახლოვდა, თუმცა ზუსტად 1 მილიონი დააკლდა 499 მილიონი.

ამასთან, “რეალი“ პირველი კლუბია, რომელმაც ბილეთების გაყიდვით მინიმუმ 200-მილიონიანი შემოსავალი მიიღო. ტოპ 5-ში ასევე არიან “არსენალი“ (183 მილიონი), “პარი სენ-ჟერმენი“ (175 მილიონი), “მანჩესტერ იუნაიტედი“ (155 მილიონი) და “ტოტენჰემი“ (150 მილიონი).

bm.ge