გაირკვა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეტოქე რაგბი ევროპის ნახევარფინალში.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში პორტუგალიის ნაკრებმა რუმინეთი 44:7 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე კი რუმინეთის გუნდი გავიდა.

შესაბამისად, 7 მარტს ნახევარფინალში, თბილისში საქართველოს ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება, პორტუგალია კი საკუთარ მოედანზე ესპანეთს მიიღებს.

ფინალი 15 მარტს ლეგანესში, „ესტადიო ონტიმ ბუტარკეზე“ გაიმართება.

პირველი არხი