2025 წელს სტიქიური უბედურებების შედეგად გლობალური ეკონომიკისთვის მიყენებულმა მთლიანმა ზარალმა 224 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 40%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე (ინფლაციის გათვალისწინებით 368 მილიარდი დოლარი), – ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიოში უდიდესი გადაზღვევის კომპანიის, Munich Re-ს მიმოხილვაში.

დაზღვეული ზიანის მოცულობამ დაახლოებით 108 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წლის 147 მილიარდ დოლართან შედარებით. ამგვარად, დაზღვეული ზარალის წილი ზიანის მთლიან მოცულობაში თითქმის 48%-ს შეადგენდა, გრძელვადიანი საშუალო კი დაახლოებით 30%-ია.

გასულ წელს რეკორდული რაოდენობის დაზღვეული ზარალი დაფიქსირდა ე.წ. არაპიკური საფრთხეების (non-peak perils) გამო. ეს კატეგორია მოიცავს წყალდიდობებს, ხანძრებსა და ძლიერ შტორმებს. ციფრმა 98 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო მთლიანმა ზარალმა 166 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ამავდროულად, 10 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულ შტატებში არც ერთი დიდი ქარიშხალი არ დაფიქსირებულა.

გასულ წელს ზარალის თვალსაზრისით ყველაზე დიდი სტიქიური უბედურება კალიფორნიის ხანძარი იყო, რომელმაც 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ამერიკის ეკონომიკას 53 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა (რომლიდანაც დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი დაზღვეული იყო).

ვრცლად: interfax – ზე