AIport и Turing Post–ის საერთაშორისო კვლევითმა პროექტმა, წარმოადგინა ხელოვნური ინტელექტის ოთხი მოდელის მონაცემთა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, მილენიალებსა და ბეიბი ბუმერებს ერთი რამ აკავშირებთ - ლუდის სიყვარული. ამის შესახებ China.com იუწყება.

კვლევამ გააანალიზა ბეიბი ბუმერების, თაობა X–ის, მილენიალების და ზუმერების თაობის წარმომადგენლების 1200-ზე მეტი სურათი. კვლევაში მონაწილეობდნენ პოპულარული გენერაციული მოდელები სხვადასხვა რეგიონებიდან: Stable Diffusion, Midjourney, Wenxin Yiyan, მათ შორის რუსული YandexART.

ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) გააანალიზა ცხოვრების ხუთი ძირითადი სფერო თითოეული თაობისთვის: იდენტურობა, ურთიერთობები, სამუშაო/განათლება, ცხოვრების წესი და სამომხმარებლო ჩვევები.

ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა შექმნეს საკუთარი გამოსახულებები, რომლებიც აჩვენებდნენ ამ თაობის ტიპურ წარმომადგენლებს ცხოვრებისეულ სიტუაციებში. როგორც კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, ეს სურათები აჩვენებს, თუ როგორ ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ონლაინ სივრცეში.

კვლევის ავტორების თქმით, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, გენერაციულმა ნეირო ქსელებმა სხვადასხვა ქვეყანაში თაობების ახალი განმასხვავებელი თვისებები გამოავლინეს. მაგალითად, Midjourney–ის დახმარებით შექმნილი გამოსახულებების 80%–ზე მეტი ბუმერებს წარმოაჩენს აპათიურებად და დაფიქრებულებად. 

შედარებისთვის: ჩინურ ERNIE-ViLG-ში ამ თაობის წარმომადგენლების 93% გამოსახულია გაღიმებული, Stable Diffusion-ში ასეთი სურათების წილი 49%-ია, ხოლო რუსულ YandexART-ში - 33%.

ექსპერტებმა შენიშნეს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი გამოსახულებების 34%–ში არის ჭიქა ლუდი. ეს ყველაზე ხშირად იყო მილენიალებსა და ბეიბი ბუმერებთან. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ზუმერების სურათებში ყველაზე ხშირად გამოსახულია უალკოჰოლო სასმელები.

„ლუდი არის საერთო კულტურული ელემენტი. ზოგიერთი სოციალური ჩვევა კვეთს ასაკობრივ და კულტურულ საზღვრებს“, - ნათქვამია კვლევის განმარტებაში.

წყარო: rbc