ბრიტანულმა გაზეთმა The Sun-მა შეადგინა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის პროგნოზი.

სუპერკომპიუტერს მიაჩნია, რომ ტურნირის გამარჯვებული გახდება არგენტინის ნაკრები, რომელიც ფინალში ევროპის მოქმედ ჩემპიონს ესპანეთს დაამარცხება.

ნახევარფინალში არგენტინა და ესპანეთი, შესაბამისად ურუგვაისა და ინგლისის ნაკრებებს მოუგებენ.

პროგნოზის მიხედვით, 1/16 ფინალიდან გამოეთიშებიან ბრძოლას ბრაზილია და იტალია, საფრანგეთის ნაკრები მერვედფინალიდან დაემშვიდობება ჩემპიონატს, ხოლო მეოთხედფინალში გავლენ ეკვადორისა და უნგრეთის ნაკრებები.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.

1tv.ge