Blackstone Group Inc-მა, ალტერნატიული ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში უმსხვილესმა მმართველმა კომპანიამ, მესამე კვარტალში, წმინდა მოგება 41%-ით, ხოლო შემოსავალი 44%-ით გაზარდა.

2024 წლის ივლის-სექტემბერში კომპანიის წმინდა მოგებამ შეადგინა 780,84 მილიონი აშშ დოლარი, წინა წლის 552 მილიონ დოლართან შედარებით.

აქციონერებზე განაწილებული მოგება გაიზარდა 1,28 მილიარდ დოლარამდე, ანუ 1,01 აშშ დოლარამდე აქციაზე, 1,21 მილიარდ დოლართან ან 0,94 აშშ დოლართან შედარებით ერთი წლით ადრე. FactSet-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების კონსენსუსის პროგნოზი ამ ინდიკატორისთვის 0,91 დოლარი იყო აქციაზე.

პირდაპირი კორპორატიული ინვესტიციების პორტფელის ღირებულება გასულ კვარტალში გაიზარდა 6.2%-ით, ხოლო ინფრასტრუქტურული ინვესტიციების პორტფელის 5.5%-ით.

კომპანიის კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 3,66 მილიარდ დოლარამდე 2,54 მილიარდი დოლარიდან ერთი წლის წინ.

Blackstone-ის მენეჯმენტის ქვეშ მყოფმა აქტივებმა მესამე კვარტლის ბოლოს შეადგინა $1.1 ტრილიონი, რაც წლიურად 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია

ინვესტორთა სახსრების შემოდინებამ გასულ კვარტალში 40,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მესამე კვარტალის შედეგების მიხედვით, კომპანია გადაიხდის დივიდენდებს აქციაზე 0,86 აშშ დოლარის ოდენობით.

Blackstone–ი გეგმავს მისი ზოგიერთი უმსხვილესი პორტფელური კომპანიის ღია ბაზარზე გატანას – ამის შესახებ Financial Times-ს საინვესტიციო კომპანიის პრეზიდენტმა ჯონათან გრეიმ განუცხადა. 

„ჩვენ ვემზადებით ზოგიერთი კომპანიის ბაზარზე გაყვანისთვის. მე ვიტყოდი, რომ ამ თემის განხილვისას ჩვენ თეორიიდან პრაქტიკაზე გადავედით და  ახლა საუბრობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვადები“ – თქვა გრეიმ.

წყარო: interfax