ქარიშხალმა „ბერტმა“  დიდ ბრიტანეთში, ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა ასობით სახლი, ნაწილობრივ შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

სამხრეთ უელსი ყველაზე მეტად დაზარალდა, ხელისუფლებამ გასცა 40-ზე მეტი გაფრთხილება წყალდიდობის შესახებ ბოლო ორი დღის განმავლობაში. ზოგიერთ დასახლებაში მეწყრების საფრთხის გამო მოსახლეობა იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები.