რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გაამარტივა. რუსული მედიის ინფორმაციით, ახალი ბრძანების მიხედვით, რეგიონის მცხოვრებლებს მოქალაქეობის მისაღებად აღარ მოუწევთ რუსული ენის, ისტორიისა და კანონმდებლობის გამოცდების ჩაბარება.

დნესტრისპირეთი მოლდოვის პრორუსული, არაღიარებული რეგიონია, სადაც რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური გავლენა წლებია ძლიერია. ანალიტიკოსების ნაწილი კრემლის ამ ნაბიჯს „პასპორტიზაციის პოლიტიკის“ გაგრძელებად აფასებს — მოდელად, რომელიც მანამდე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც გამოიყენებოდა.

ექსპერტების შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები მოსკოვისთვის მხოლოდ ჰუმანიტარული ან საიმიგრაციო საკითხი არ არის. რუსეთის მოქალაქეობის მასობრივი გავრცელება ხშირად გამოიყენება როგორც პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტი პოსტსაბჭოთა რეგიონებში.

წყაროები: