რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივი ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ, რომელიც მოიცავს ორმხრივ სამხედრო დახმარების ვალებულებას, თუ რომელიმე ქვეყანას სამხედრო შეტევის ობიექტი გახდება.
რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ Tass-მა გაავრცელა ინფორმაცია პუტინის მიერ მოსკოვსა და ფხენიანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიკაციაზე.
ხელშეკრულების პრეამბულაში ნათქვამია, რომ დოკუმენტი აკმაყოფილებს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ხალხების ფუნდამენტურ ინტერესებს „და ხელს უწყობს მშვიდობის, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, - იტყობინება Tass.
ხელშეკრულება ადგენს, რომ თუ ერთ-ერთი მხარე გახდება შეიარაღებულ თავდასხმის ობიექტი, მეორე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას სამხედრო და სხვა სახის დახმარების უზრუნველსაყოფად, გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად.
შეგახსენებთ, წინა კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ დაახლოებით 10,000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ამჟამად იმყოფება რუსეთში, დაახლოებით 8,000 განლაგებულია კურსკის რეგიონში.