ბოლო დღეებში, პოლონურ მედიაში უსაფრთხოების საკითხებზე არა ერთი მწვავე დისკუსია მიმდინარეობს, რაც პირველ რიგში, ჩინური ელექტრომობილებს უკავშირდება.

ქვეყნის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ თანამედროვე ავტომობილებში არსებულ კამერებსა და სენსორებზე, რომლებიც თეორიულად შეიძლება გამოყენებული იყოს მონაცემების შეგროვებისთვის, მათ შორის სამხედრო ობიექტებთან ახლოს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუბარია  პრევენციული ზომების მიღებაზე და არა კონკრეტულად დადასტურებულ ჯაშუშობის ფაქტებზე. პოლონეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რომ ჩინური ელექტრომობილები სამხედრო ჯაშუშობაში მონაწილეობენ, თუმცა განიხილება მკაცრი შეზღუდვები და უსაფრთხოების ზომების გამკაცრება კრიტიკულად მნიშვნელოვან და სამხედრო ტერიტორიებზე.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი დებატები მიმდინარეობს სხვა ევროპულ ქვეყნებშიც, სადაც ტექნოლოგიური მოწყობილობების მონაცემთა უსაფრთხოება სულ უფრო აქტუალური საკითხი ხდება.

„ჩინურ მანქანებს დღეს რეალურად მონაცემების შეგროვების შესაძლებლობა აქვთ, რასაც მაღალი გარჩევადობის კამერების, სენსორებისა და LiDAR სისტემების მეშვეობით ახერხებენ. ისინი ამისგან აქტიურად 3D რუკების ტექნოლოგიას იყენებენ“, - განაცხადა პოლონეთის მთავრობის უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე PAP-თან საუბარში და დასძინა, რომ მსგავსი ტექნოლოგიები მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მოსაგროვებლად.

დასკვნის საფუძველზე ოფიციალურმა მხარემ განაცხადა, რომ აუცილებელია პერიოდული რეგულაციები, რომლებიც ჩინეთში წარმოებული მანქანების გამოყენებას გარკვეულ ობიექტებზე შეზღუდავს. ეს ასევე მოიცავს სენსიტიურ ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებს.