პოლონეთის სოფლებში, ტურისტებისა და ქალაქების მცხოვრებლებისთვის, რომლებიც სოფელში ჩადიან, სპეციალური საინფორმაციო ტაბლოები გამოჩნდა. წარწერები შეახსენებს, რომ სოფლად ცხოვრება კურორტი კი არა, სამუშაო ადგილია – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ამ გზით სოფლის მცხოვრებლებს სურთ აუხსნან ვიზიტორებს, რომ სოფლად დანადგარების ხმაური, ცხოველების და სასუქების სუნი ბუნებრივია. ეს არის ნიშანი ფერმერების ნორმალური მუშაობის, რომლებიც საკვებ პროდუქტებს აწარმოებენ.