გამოცემა Planet Football-მა მსოფლიოს საუკეთესო ფლანგის შემტევების ათეული დაასახელა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მეხუთე პოზიციაზეა.
სრული სია ასე გამოიყურება:
10. ბუკაიო საკა
9. დეზირე დუე
8. ანტუან სემენიო
7. ლუის დიასი
6. ვინიციუს ჟუნიორი
5. ხვიჩა კვარაცხელია
4. რაფინია
3. უსმან დემბელე
2. მიკაელ ოლისე
1. ლამინ იამალი
„დაივიწყეთ ციფრები – ამ სეზონში ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელია შედეგიანობით (4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა) საშუალო მოთამაშეებსაც ჩამორჩება. მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკით მოსაწყენი იქნებოდა. ვის აინტერესებს, თუ ის ყოველ კვირას ვერ დაამარცხებს ფრანგ მეტოქეებს, როცა შეუძლია მოედანზე გავიდეს და „ჩელსის“ წინააღმდეგ ყველაფერი გააკეთოს?
დღევანდელი სისტემატიზებული თამაშის ფონზე, გამორჩეული ინდივიდუალისტების „გაქრობაზე“ საუბარი, შესაძლოა, გარკვეულ სიმართლეს შეიცავდეს, თუმცა ქართველი ფეხბურთელი შესანიშნავი გამონაკლისია. როდესაც ბურთითაა, გვახსენდება ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან რონალდინიო, გიორგი ქინქლაძე და რიკარდო კვარეჟმა. ნამდვილი კრეატიულობა ფეხბურთში არასდროს მოკვდება“, – ვკითხულობთ Planet Football-ის წერილში.