მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უარი თქვა ნობელის მშვიდობის პრემიაზე ნომინირების წინადადებაზე და განაცხადა, რომ ეს პატივი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს და იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც მშვიდობისთვის საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ.
"ვუყურებდი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს, რომლებიც სახლში დაბრუნდნენ. სწორედ ისინი იმსახურებენ მშვიდობის პრემიას," - აღნიშნა სანდუმ მოლდოვურ ტელეარხ TV8-სთან საუბრისას.
სანდუს განცხადება იმ დღეს გავრცელდა, როდესაც რუსეთმა თითქმის 5-თვიანი პაუზის შემდეგ, ტყვეობიდან 157 სამხედრო უკრაინაში დააბრუნა.
ცნობისთვის, ნობელის მშვიდობის პრემიაზე სანდუს ნომინირების წინადადება ნორვეგიის პარლამენტის წევრს, არილდ ჰერმსტადმს ეკუთვნის, რომელმაც მოლდოვის პრეზიდენტი ევროპაში დემოკრატიის, მშვიდობისა და კანონის უზენაესობის დაცვაში ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიხსენია.