სოკო, რო­მე­ლიც ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ებს იწ­ვევს - მეც­ნი­ე­რებ­მა ეს ფე­ნო­მე­ნი ახ­ლა­ხან აღ­წე­რეს. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც Lanmaoa asiatica სოკო შე­ჭა­მეს, ხე­და­ვენ პა­წა­წი­ნა ფი­გუ­რებს.

წყა­რო­ებ­ში Lanmaoa asiatica-ს ზოგ­ჯერ „ლი­ლი­პუ­ტის ბო­ლე­ტუს­საც“ უწო­დე­ბენ. ეს მი­ლი­სებ­რი სოკო გა­რეგ­ნუ­ლად მარ­თლაც ჰგავს ბო­ლე­ტუსს, თუმ­ცა ოდ­ნავ უფრო კაშ­კა­შაა - აქვს ვარ­დის­ფე­რი ღერო და მოყ­ვი­თა­ლო ქუდი. ის აზი­ის ქვეყ­ნებ­ში იზ­რდე­ბა და ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი მდი­და­რი არო­მა­ტით. ჩი­ნე­თის იუ­ნა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში სო­კოს სე­ზონ­ზე - ივ­ნი­სი­დან აგ­ვის­ტომ­დე, ის მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც ბაზ­რებ­ზე, ისე რეს­ტორ­ნე­ბის მე­ნი­უ­ში.

  • საქ­მე იმა­შია, რომ Lanmaoa asiatica-ს არას­წორ­მა მომ­ზა­დე­ბამ შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, მათ შო­რის ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბიც.

სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ამ თე­მა­ზე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მო­ი­პო­ვე­ბა. 1991 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ჩი­ნე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ორმა მკვლე­ვარ­მა აღ­წე­რა იუ­ნა­ნის პრო­ვინ­ცი­ის მცხოვ­რებ­თა შემ­თხვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­კოს მი­ღე­ბის შემ­დეგ ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ებს გა­ნიც­დიდ­ნენ. ეს ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ტერ­მი­ნია და აღ­ნიშ­ნავს მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი ხე­დავს პა­წა­წი­ნა ადა­მი­ა­ნებს, ცხო­ვე­ლებს ან ფან­ტას­ტი­კურ არ­სე­ბებს.

1960-იან წლებ­ში გორ­დონ ვა­სონ­მა და რო­ჯერ ჰე­იმ­მა, ამე­რი­კელ­მა მწე­რალ­მა და ფრან­გმა ბო­ტა­ნი­კოს­მა, რომ­ლებ­მაც და­სავ­ლელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფსი­ლო­ცი­ბი­ნის შემ­ცვე­ლი სო­კო­ე­ბის შე­სა­ხებ გა­აც­ნეს — მსგავ­სი შემ­თხვე­ვა პა­პუა-ახალ გვი­ნე­ა­ში შე­ნიშ­ნეს. ისი­ნი ეძებ­დნენ სო­კოს, რო­მე­ლიც 30 წლით ადრე ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყოფ­მა მი­სი­ო­ნერ­თა ჯგუფ­მა აღ­წე­რა. აღ­ნიშ­ნულ­მა სო­კომ ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში ისე­თი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­იწ­ვია, რა­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით "სო­კოს სი­გი­ჟე" ეწო­და.

  • მხო­ლოდ 2015 წელს მო­ა­ხერ­ხეს მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი აღ­წე­რა, და სო­კოს Lanmaoa asiatica უწო­დეს. მისი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თით­ქმის არ არ­სე­ბობ­და.

მეც­ნი­ერ­მა კო­ლინ დომ­ნა­უ­ერ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ნი­მუ­შე­ბის ქი­მი­ურ­მა ექ­სტრაქ­ტებ­მა თაგ­ვებ­ში გა­მო­იწ­ვია ქცე­ვი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ აღ­წე­რი­ლის მსგავ­სია. ხმე­ბი გავ­რცელ­და, რომ ფი­ლი­პი­ნებ­შიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს სოკო, რო­მე­ლიც მსგავს სიმპტო­მებს იწ­ვევ­და. დომ­ნა­უ­ე­რი ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და შე­აგ­რო­ვა ნი­მუ­შე­ბი, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, ჩი­ნუ­რი სო­კო­ე­ბის­გან ოდ­ნავ გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა გე­ნე­ტი­კურ­მა ანა­ლიზ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ორი­ვე სი­ნამ­დვი­ლე­ში ერ­თსა და იმა­ვე სა­ხე­ო­ბას — Lanmaoa asiatica-ს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და.

მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს რომ ფსი­ლო­ცი­ბი­ნი, ჰა­ლუ­ცი­ნო­გე­ნურ სო­კო­ებ­ში ნა­პოვ­ნი ფსი­ქო­დე­ლი­უ­რი მო­ლე­კუ­ლა, და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ვი­თარ­და ორ შო­რე­უ­ლად მო­ნა­თე­სა­ვე სა­ხე­ო­ბის სო­კო­ში.

ის და მისი გუნ­დი ჯერ კი­დევ ცდი­ლო­ბენ ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ქი­მი­უ­რი ნა­ერ­თის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას. უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ეს ნივ­თი­ე­რე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ­ცერთ ცნო­ბილ ფსი­ქო­დე­ლი­ურ ნა­ერ­თთან. Lanmaoa asiatica-ს სო­კო­თი გა­მოწ­ვე­უ­ლი „მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი“ უჩ­ვე­უ­ლოდ ხან­გრძლი­ვია — 12-დან 24-სა­ა­თამ­დე, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ერთ კვი­რამ­დე რჩე­ბი­ან.

წყა­როwww.ambebi.ge