კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ევროკავშირში შესვლა უკრაინის სუვერენული უფლებაა, რადგან ის ეკონომიკური გაერთიანებას წარმოადგენს. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა. საუბარია ინტეგრაციულ, ეკონომიკურ პროცესებზე და აქ, რა თქმა უნდა, არავის არ შეუძლია, ნებისმიერ ქვეყანას რამე უკარნახოს. ამის გაკეთებას არ ვაპირებთ [...] თუმცა, სრულიად სხვა პოზიცია გვაქვს საკითხებზე, რომლებიც უსაფრთხოებას, თავდაცვას ან სამხედრო ალიანსებს უკავშირდება.
იქ უკვე სხვა საკითხია და ყველასთვის კარგად არის ცნობილი". - თქვა პესკოვმა.