ოქროს ფასის ზრდა ოთხშაბათს გაგრძელდა, რადგან ინვესტორები, გლობალურ ეკონომიკაში გაურკვევლობის პირობებში, აქტიურად ყიდულობენ ძვირფას ლითონს.

Comex-ის ბირჟაზე ივნისის ოქროს ფიუჩერსები 2,5%-ით მოიმატა და 3321,1 დოლარი შეადგინა უნციაზე. ძვირფასმა ლითონმა ისტორიაში პირველად 3300 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა, ხოლო წლის დასაწყისიდან ფასი 23%-ზე მეტით გაიზარდა.

სპოტ ბაზარზე ოქრო ასევე ივაჭრება ყველა დროის მაქსიმუმზე 3304 აშშ დოლარი უნციაზე.

ვრცლად interfax – ზე