OpenAI-მ Apple-ის წინააღმდეგ შემხვედრი სარჩელი შეიტანა და ტექნოლოგიური გიგანტი კომერციული საიდუმლოების მოპარვასა და აპარატურის მომწოდებლებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
OpenAI-ის მტკიცებით, Apple-მა ყოფილი თანამშრომლის ხელახლა დასაქმების გზით მიიღო წვდომა კომპანიის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, მათ შორის ახალი მოწყობილობებისა და სამომავლო პროდუქტების განვითარების გეგმებზე. კომპანია ასევე ამტკიცებს, რომ Apple ცდილობს, მომწოდებლებს OpenAI-ის მომავალ მოწყობილობებზე თანამშრომლობა გადააფიქრებინოს.
Apple ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ OpenAI-ის შემხვედრი სარჩელი მისი თავდაპირველი სარჩელიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.
ცნობისთვის, Apple-მა OpenAI-სა და კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს ივლისში უჩივლა და ისინი კომერციული საიდუმლოების მითვისებაში დაადანაშაულა. დავა უკავშირდება OpenAI-ის მიერ სამომხმარებლო მოწყობილობების ბაზარზე შესვლას და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებისთვის თანამშრომლების გადაბირების საკითხს.