აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის დასრულებაზე უნდა იფიქროს პუტინმაც.
დონალდ ტრამპმა გამოცემა New York Post-თან ინტერვიუში საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ემანუელ მაკრონთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან პარიზში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე ისაუბრა.
„მას მშვიდობის დამყარება სურს. ეს სიახლეა. მას ცეცხლის შეწყვეტა სურს. დეტალებზე არ გვისაუბრია. ის ფიქრობს, რომ დროა და პუტინმაც უნდა იფიქროს, რომ დროა. ომის დასრულებაზე უნდა იფიქროს პუტინმაც, მან ეს ომი უკვე წააგო, რადგან დაკარგა 700 000 ადამიანი და ეს დანაკარგები მხოლოდ გაიზრდება, თუ ის მშვიდობაზე არ დათანხმდება“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ზელენსკის ესაუბრა, თუ როგორ უნდა დასრულდეს სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც 2022 წლიდან მძვინვარებს.