EU-ს მიერ სანქცირებულმა ტატიანა კიმმა Wildberries-ის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა,- ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მონაცემებით, შპს Wildberries-ის ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ტატიანა კიმმა დაკარგა კომპანიის სახელით მინდობილობის გარეშე მოქმედების უფლებამოსილი პირის სტატუსი და დამფუძნებელთა შემადგენლობიდან გავიდა. გამოცემის ცნობით, ამ თანამდებობაზე ალექსეი კულიკოვი დაინიშნა - მისი დანიშვნის ჩანაწერი რეესტრში 19 ნოემბერს შევიდა.
16 ნოემბერს ევროკავშირმა Wildberries-ის დამფუძნებელი, ტატიანა კიმი დაასანქცირა. ევროკავშირის დასაბუთების თანახმად, Wildberries ფუნქციონირებს, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგების ქსელი და ხელს უწყობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის რეალიზაციას. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას ჩამოყალიბებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთის სახელმწიფო ბანკ VTB-სთან, რომელიც უკვე იმყოფება ევროკავშირის სანქციების ქვეშ.