სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 22 ნოემბერს „ტრამპის გზის“ პროექტის დაწყების შესახებ გამოცხადდება.

ნიკოლ ფაშინიანმა კომპანია NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტ რევ ლებარედიანთან ერთად, ტექნოლოგიური გამოფენის Digitec 2026-ის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის საკითხზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

„ხვალ ოფიციალურად გამოვაცხადებთ „ტრამპის გზის“ (TRIPP) პროექტის დაწყების შესახებ. ენერგეტიკისა და ელექტროენერგიის ტრანზიტი ამ პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენს ქსელს თურქეთისა და აზერბაიჯანის ელექტროენერგიის ქსელებთან დავაკავშირებთ. ამ თვალსაზრისით, სომხეთი უკვე დაკავშირებულია საქართველოსა და ირანთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციაა“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.