დანიური ფარმაცევტული გიგანტის, Novo Nordisk–ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჰელგე ლუნდი თანამდებობას ტოვებს, იტყობინება Bloomberg.
ლუნდს ლარს რებიენ სორენსენი შეცვლის, რომელიც ადრე კომპანიას 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ამჟამად მისი უმსხვილესი აქციონერის, Novo Nordisk Foundation–ის ხელმძღვანელია.
დირექტორთა საბჭოს ნახევარზე მეტი დატოვებს თანამდებობას. ლუნდის თქმით, ამას წინ უძღოდა დავა მათსა და Novo Nordisk Foundation–ს შორის ფარმაცევტულ კომპანიაში ცვლილებების მასშტაბისა და ტემპის შესახებ.