მიუხედავად იმისა, რომ HMD Nokia-ს ბრენდის ეტაპობრივად გაუქმებაზე მუშაობს, კომპანია Nokia-ს ბრენდის ქვეშ კვლავ უშვებს ზოგიერთ ბრენდს, მათ შორის Nokia 225 4G, რომლის გამოშვებას დღე-დღეზე ელიან.

Onleaks-ის წყალობით, შეგვიძლია უფრო მეტი გავიგოთ Nokia 225 4G 2024-ის შესახებ. ის ხელმისაწვდომი იქნება ორ ფერში: ვარდისფერსა და მუქი მომწვანო-ლურჯში. გასულ წელს გამოშვებული Nokia 225-ის მსგავსად, ის ისევ „მდუმარე“ ტელეფონია ანუ მუშაობს არა ანდროიდზე, არამედ  HMD Global-ის საკუთარ OS-ზე, რომელსაც S30+ ჰქვია.

ტელეფონს ექნება 2.4 დიუმიანი ეკრანი ციფრული კლავიატურით, ერთი კამერა უკანა მხარეს; არის მოლოდინი, ტომ ეს იქნება VGA კამერა ან შესაძლოა 3MP. თუმცა, ამ ტელეფონისგან ფოტოგრაფიის მიმართულებით დიდი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს.

Nokia 225-ს ექნება 128 მბ მეხსიერება, 64 მბ ოპერატიული მეხსიერება და იკვებება 1450 mAh ბატარეით.

Nokia 225 4G 2024-ს ეს არის ტელეფონი, რომელსაც არ აქვს სმარტფონის ფუნქციები. Samsung Galaxy S24 Ultra ტელეფონის ერთადერთი ფუნქცია, რომელიც მას აქვს USB-C პორტი. აქვს ასევე 3.5 მმ-ნი ყურსასმენის ჯეკი. ეს ყველაფერი ტელეფონს იდეალურს ხდის ბავშვებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ტელეფონი, მაგრამ არ სჭირდებათ წვდომა Instagram-სა და TikTok-ზე, სანამ ისინი სკოლაში არიან. ეს ასევე შესანიშნავია ბებიებისთვის და ბაბუებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ტელეფონი, მაგრამ არ სურთ ისწავლონ სმარტფონის გამოყენება.

რაც შეეხება ფასს, Nokia 225 4G 2024 დაახლოებით 100 ევრო ეღირება.  ტელეფონები გამოჩნდება ევროპასა და აფრიკაში, რეგიონებში, სადაც ე.წ. „მდუმარე“ ტელეფონებს ჯერ კიდევ აქვთ საკმაოდ დიდი ბაზრის წილი.  Nokia 225 4G 2024-ი, სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოს უნდა ველოდეთ.