„The Tiger Lillies მხარს უჭერს საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას, თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ - ამის შესახებ საკულტო ბრიტანული ბენდი The Tiger Lillies საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წერს.

„ვიცით, პუტინს რისი გაკეთებაც სურს. ახალი იმპერიის შექმნა ევროპის იმ ნაწილში, რომელზეც ხელი მიუწვდება. მისთვის მტერია დემოკრატია, სამართლიანი არჩევნები, გამოხატვის თავისუფლება და ლგბტ უფლებები. მას სურს ახალი იმპერიის შექმნა ევროპაში მარიონეტი მთავრობების დახმარებით. ჩვენ ყველამ უნდა შევაჩეროთ ის. The Tiger Lillies მხარს უჭერს საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას, თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - წერს The Tiger Lillies.

გავრცელებული ინფორმაციით, Tbilisi Open Air-ზე, 23 ივნისს მთავარ სცენას გამოაკლდება ჯგუფი She Wants Revenge და ლაინაფს The Tiger Lillies დაემატება.