თურქეთის ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წლის ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 5,2 პროცენტით გაიზარდა - 23 მლრდ 11 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 5,6 პროცენტით შემცირდა - 28 მლრდ 931 მლნ დოლარამდე.

ეს მონაცემები თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენშია მოწოდებული.

გენერალური სავაჭრო სისტემის (GTS) ბაზაზე მომზადებული მონაცემების მიხედვით, ნოემბერში თურქეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობა 1,1 პროცენტით შემცირდა და 51 მილიარდ 942 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, ქვეყნის საგარეო სავაჭრო დეფიციტმა 5 მილიარდ 919 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ პერიოდში 32,6 პროცენტით შემცირდა.

თურქეთის ექსპორტის მოცულობა 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,7 პროცენტით გაიზარდა და 232 მილიარდ 915 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 0,5 პროცენტით, 332 მილიარდ 752 მილიონ დოლარამდე.

ამ პერიოდში თურქეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობა 0,6 პროცენტით გაიზარდა - 565 მილიარდ 667 მილიონ დოლარამდე.

თურქეთის საგარეო სავაჭრო დეფიციტმა იანვარ-ნოემბერში 99 მილიარდ 836 მილიონი დოლარი შეადგინა.

ნოემბერში თურქული პროდუქციის წამყვანი იმპორტიორი გერმანია გახდა 1 მილიარდ 750 მილიონი დოლარის მოცულობით.

შემდეგ მოდის არაბთა გაერთიანებული საამიროები 1 მილიარდ 460 მილიონი დოლარით და ერაყი 1 მილიარდ 285 მილიონი დოლარით.