ნიკელის შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფის (INSG) პროგნოზით, მსოფლიოში პირველადი ნიკელის წარმოება 2026 წელს 4.3%-ით შემცირდება და 3.715 მილიონი ტონას იქნება.
2025 წელს ის 8.1%-ით გაიზარდა და 3.88 მილიონ ტონას მიაღწია.
INSG-ის ცნობით, ეს შეფასებები არ ითვალისწინებს საწარმოების მუშაობაში რაიმე მნიშვნელოვანი შეფერხების შესაძლებლობას.
ინდონეზიამ, მსოფლიოში ნიკელის წამყვანმა მწარმოებელმა ქვეყანამ, 2026 წელს სამთო მოპოვებითი სექტორის რეგულირების გამკაცრების დამატებითი ზომები შემოიღო.