ამერიკულმა Netflix Inc.-მა შეიძინა Sony Pictures Entertainment (SPE)-ის მხატვრული ფილმების ექსკლუზიური გლობალური სტრიმინგის უფლებები მათი კინოთეატრებში და pay-per-view რეჟიმში გამოსვლის შემდეგ, ნათქვამია კომპანიების განცხადებაში.

მრავალწლიანი გარიგება თანდათანობით ამოქმედდება წლის ბოლოს, როდესაც უფლებები ცალკეულ ტერიტორიებზე ხელმისაწვდომი გახდება. Netflix-ი სრულ გლობალურ დაფარვას 2029 წლის დასაწყისში მიაღწევს.

2021 წელს Netflix-მა შეიძინა Sony-ს ფილმების სტრიმინგის უფლება შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ვრცლად interfax – ზე