ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება, - ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მარკ რუტე 24-25 ნოემბერს ფლორიდის შტატს ეწვევა.
მარკ რუტესა და დონალდ ტრამპის შეხვედრა 25 ნოემბერს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში გაიმართება.
ნატო-ს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებსაც შეხვდება.