გერმანიის Muenchener Rueckversicherungs-Gesellschaft AG-მ (Munich Re), მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა გადაზღვევის კომპანიამ, კალიფორნიაში იანვარში გაჩენილი ხანძრების გამო, წმინდა მოგება თითქმის ორჯერ შეამცირა 2025 წლის პირველ კვარტალში.
იანვარ-მარტში კომპანიის წმინდა მოგებამ 1.094 მილიარდი ევრო შეადგინა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 2.115 მილიარდი ევროსთან შედარებით.
კომპანიის მიერ მომზადებული კონსენსუსის პროგნოზის თანახმად, ანალიტიკოსები საშუალოდ 1.112 მილიარდ ევროს ელოდნენ.
მარტის ბოლოს გადამზღვევის კაპიტალზე საშუალო შემოსავლიანობა (ROE) 13.3%-ს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 27.2%-თან შედარებით.