2026 წელს გლობალური შობადობის მაჩვენებელი ისტორიაში პირველად დაეცემა იმ დონემდე, რაც გლობალური მოსახლეობის ჩასანაცვლებლად არის საჭირო, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი მეცნიერების ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტიდან და პენსილვანიის უნივერსიტეტიდან.

კვლევის ავტორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს არ მომხდარა მსხვილი სამხედრო კონფლიქტების ან მასშტაბური ეპიდემიების დროს. 2026 წელს შობადობის საერთო მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ერთ ქალზე დაახლოებით 2.2 ბავშვი ან კიდევ უფრო დაბალი იქნება. თუ ამჟამინდელი ტენდენციები გაგრძელდება, კაცობრიობა 2056 წელს მიაღწევს დემოგრაფიულ პიკს, 9 მილიარდს, შემდეგ კი სწრაფ კლებას დაიწყებს.

ამასთან, ეს ეფექტი არ არის დაკავშირებული შემოსავლის დონესთან, სოციალურ წეს-ჩვეულებებთან ან მთავრობის სტრუქტურასთან. მკვლევრებმა გამოჰყვეს რიგი ქვეყნები, სადაც შობადობა განსაკუთრებით მკვეთრად შემცირდა: სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ჩილე, კოლუმბია და ჩინეთი. მოსახლეობის შემცირება ასევე ხდება აფრიკაში.

ვრცლად vedomosti – ზე