InterNations-ის რეიტინგის Expat Insider 2025–ის მიხედვით, ინდონეზია ექსპატებისთვის ყველაზე მეგობრულ ქვეყნად დასახელდა. ის სიის სათავეში მოხვდა სტუმართმოყვარეობის, მეგობრების შეძენის სიმარტივის და უცხოელებისთვის დახმარების განვითარებული სისტემის წყალობით.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ინდონეზიის კუნძული ბალი განსაკუთრებით პოპულარულია ხელმისაწვდომი საცხოვრებლით, დისტანციური მუშაობის ფართო ინფრასტრუქტურით, ცოცხალი სოციალური ცხოვრებით და თბილი კლიმატით, რაც ხელსაყრელ საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს ქმნის.
პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ კოლუმბია, მექსიკა, ფილიპინები და ბრაზილია. ეს ქვეყნები ემიგრანტებს არა მხოლოდ სტუმართმოყვარე ატმოსფეროთი, არამედ პრაქტიკული უპირატესობებითაც იზიდავენ: ცხოვრების დაბალი ღირებულება და ციფრული მომთაბარე ვიზები.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე