Visual capitalist-ის მონაცემებით, მსოფლიოს ნავთობის გლობალური წარმოების 40% სამ ქვეყანაზე მოდის.

2023 წელს შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და საუდის არაბეთმა ერთობლივად დღეში 32,7 მილიონი ბარელი აწარმოეს.

ეს სამი ქვეყანა მუდმივად დომინირებს ნავთობის წარმოებაში 1971 წლიდან. თუმცა, ლიდერის პოზიცია მათ შორის, ბოლო 5 ათწლეულის მანძილზე, ხშირად იცვლება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2024 წელს აშშ შეინარჩუნებს თავის პოზიციას, როგორც ნავთობის მთავარი მწარმოებელი და მისი წარმოება დღიურად 14 მილიონ ბარელს მიაღწევს.

ნავთობის მწარმოებელი TOP 10 ქვეყანა:

აშშ - 12.9 მილიონი ბარელი დღეში

რუსეთი - 10.1 მილიონი ბარელი დღეში

საუდის არაბეთი - 9.7 მილიონი ბარელი დღეში

კანადა - 4.6 მილიონი ბარელი დღეში

ერაყი - 4.3 მილიონი ბარელი დღეში

ჩინეთი - 4.2 მილიონი ბარელი დღეში

ირანი - 3.6 მილიონი ბარელი დღეში

ბრაზილია - 3.4 მილიონი ბარელი დღეში

არაბთა გაერთიანებული საამიროები - 3.4 მილიონი ბარელი დღეში

ქუვეითი - 2.7 მილიონი ბარელი დღეში