ვისკიზე, კონიაკისა და ტეკილაზე მოთხოვნის უპრეცედენტო კლებამ მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებს შორის გაუყიდველი ალკოჰოლის დიდი მარაგების ფორმირება გამოიწვია, – წერს გაზეთი Financial Times.
ეს აიძულებს მათ, დახურონ წარმოების ობიექტები და შეამცირონ პროდუქტებზე ფასები, რათა შეამცირონ საწყობებში მარაგი.
კომპანიების ფინანსურ ანგარიშგებებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული FT-ის გამოთვლების თანახმად, მსოფლიოს ხუთი წამყვანი სპირტიანი სასმელების მწარმოებლის - Diageo-ს, Pernod Ricard-ის, Campari-ს, Brown-Forman-ის და Remy Cointreau-ს - გაუყიდველი პროდუქციის ჯამური მარაგი დაახლოებით 22 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მარაგების დაგროვება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიებმა, COVID-19 პანდემიის დროს ალკოჰოლის მოხმარების ზრდაზე რეაგირებისას, მკვეთრად გაზარდეს წარმოება.