მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილისპრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეწყალება "ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს".

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს”, - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.