ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების, აყვავებული ბაზრებისა და ხელსაყრელი ფისკალური პოლიტიკის წყალობით, წელს Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში რეკორდული რაოდენობის - 3 428 მეწარმე, ინვესტორი და მემკვიდრე მოხვდა, რაც 2025 წლის რეიტინგზე 400-ით მეტია. ისინი უფრო მდიდრები არიან, ვიდრე ოდესმე, მათი წმინდა ქონება რეკორდულად - 20.1 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული, რაც გასულ წელთან შედარებით 4 ტრილიონი დოლარით მეტია.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე მეტი მილიარდერი ჰყავს - 989, მათ შორის ტოპ 20-დან 15. ჩინეთი, მათ შორის ჰონგ-კონგი, მეორე ადგილზეა 610 მილიარდერით, ხოლო ინდოეთი მესამეზე - 229-ით.

მსოფლიოს ტოპ 10 უმდიდრესი ადამიანი „ფორბსის“ მიხედვით შემდეგია:

#1. ილონ მასკი

წმინდა ქონება: 839 მილიარდი დოლარი (+497 მილიარდი დოლარი)
სიმდიდრის წყარო: Tesla, SpaceX
ასაკი: 54
ქვეყანა: აშშ

#2. ლარი პეიჯი

წმინდა ქონება: $257 მილიარდი (+$113 მილიარდი)
სიმდიდრის წყარო: Google
ასაკი: 52
ქვეყანა: აშშ

#3. სერგეი ბრინი

წმინდა ქონება: $237 მილიარდი (+$99 მილიარდი)
სიმდიდრის წყარო: Google
ასაკი: 52
ქვეყანა: აშშ

#4 ჯეფ ბეზოსი

წმინდა ქონება: $224 მილიარდი ($9 მილიარდით მეტი)
სიმდიდრის წყარო: Amazon.com
ასაკი: 62
ქვეყანა: აშშ

#5 მარკ ცუკერბერგი

წმინდა ქონება: $222 მილიარდი ($6 მილიარდით მეტი)
სიმდიდრის წყარო: Meta
ასაკი: 41
ქვეყანა: აშშ

#6 ლარი ელისონი

წმინდა ქონება: $190 მილიარდი ($2 მილიარდით ნაკლები)
სიმდიდრის წყარო: Oracle
ასაკი: 81
ქვეყანა: აშშ

#7 ბერნარ არნო და მისი ოჯახი

წმინდა ქონება: $171 მილიარდი (-$7 მილიარდი)
სიმდიდრის წყარო: LVMH
ასაკი: 77
ქვეყანა: საფრანგეთი

#8 იენსენ ჰუანგი

წმინდა ქონება: $154 მილიარდი (+$55.3 მილიარდი)
სიმდიდრის წყარო: ნახევარგამტარები
ასაკი: 63
ქვეყანა: აშშ

#9 უორენ ბაფეტი

წმინდა ქონება: $149 მილიარდი (-$5 მილიარდი)
სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway
ასაკი: 95
ქვეყანა: აშშ

№ 10. ამანსიო ორტეგა

წმინდა ქონება: 143.3 მილიარდი დოლარი (+24 მილიარდი დოლარი)
სიმდიდრის წყარო: Zara
ასაკი: 89
ქვეყანა: ესპანეთი