მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ (WTO) 2026 წელს გლობალური სასაქონლო ვაჭრობის ზრდის პროგნოზი მარტში მოსალოდნელი 1.9%-დან 3.9%-მდე გაზარდა.

2027 წელს ზრდის ტემპი 4.1%-მდე დაჩქარდება, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, გლობალურმა ვაჭრობამ მოსალოდნელზე მეტი მდგრადობა გამოავლინა, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტით გამოწვეული დარღვევებისა. მიწოდების ჯაჭვები ახალ პირობებთან ადაპტირდა, ხოლო  ხელოვნურ ინტელექტში (AI) მასშტაბურმა ინვესტიციებმა საქონლით ვაჭრობას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა. თუმცა, ეს მდგრადობა უნივერსალური არ იყო: მომსახურებით ვაჭრობა და ზოგიერთი რეგიონი კონფლიქტის შედეგების მიმართ უფრო დაუცველი აღმოჩნდა.

ამასთან დაკავშირებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ეკონომისტებმა გაზარდეს საქონლით ვაჭრობის ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის, ხოლო შეამცირეს მომსახურებით ვაჭრობის პროგნოზი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის სატრანსპორტო სექტორსა და საერთაშორისო მოგზაურობაზე ზემოქმედების გამო.

ვრცლად interfax – ზე