ევროპულმა კორპორაციამ Airbus-მა სექტემბერში 37 კლიენტს 72 თვითმფრინავი მიაწოდა, – ნათქვამია პრესრელიზში. ამავდროულად, მან მიიღო შეკვეთები 17 თვითმფრინავზე.

მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში კომპანიამ 84 დამკვეთს 547 თვითმფრინავი მიაწოდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 507 იყო (თითქმის 8%-იანი ზრდა).

კერძოდ, მიწოდებული იქნა 496 ვიწროკორპუსიანი თვითმფრინავი, ასევე A330 ოჯახის 13 ფართოკორპუსიანი თვითმფრინავი და 38 A350 მოდელი. იანვარ-სექტემბერში შეკვეთების საერთო რაოდენობამ 1,174 შეადგინა, წმინდა რაოდენობამ (გაუქმებების ჩათვლით) - 1,105 თვითმფრინავი. 

კომპანია 2026 წლის ბოლომდე მომხმარებლებისთვის 870 ავიალაინერის მიწოდებას გეგმავს, წინა წლის 793-თან შედარებით.

წყარო: interfax