საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსით, 2026 წლის სექტემბერში ინფლაციამ 5.1 პროცენტი შეადგინა, რაც 0.5 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 5.6-პროცენტიან ინფლაციაზე.
რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 3.2%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 5.9%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – -4.7%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 9.2%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – 1.2%; ჯანმრთელობა – 7.9%; ტრანსპორტი – 19.0%; ინფორმაცია და კომუნიკაცია – -3.2%; დასვენება, სპორტი და კულტურა – 7.1%; განათლება – -9.7%; რესტორნები და ღამისთევის მომსახურება – 3.7%; დაზღვევა და საფინანსო მომსახურება – 4.8%; პირადი ჰიგიენა, სოციალური დაცვა და სხვადასხვა საქონელი – 11.8%.
საქსტატმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება 2022 წლიდან დაიწყო.