მოლდოვაში, iData-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში, გამოკითხულთა 61.5% აცხადებს, რომ რუმინეთთან გაერთიანების წინააღმდეგია, ხოლო 31% გაერთიანების მომხრეა.

ამავე გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 57.1% მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, ხოლო 36.2% - წინააღმდეგი.

ამასთან, გამოკითხულთა 59,3% მოლდოვას ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია, ხოლო გამოკითხულთა 30.8% ემხრობა.

გამოკითხვა 7-16 აგვისტოს ჩატარდა. გამოიკითხა 1071 რესპონდენტი. გამოკითხვის ცდომილება 2,9 პროცენტს შეადგენს.

ipn.ge