ოქროს ფასი, ჯექსონ ჰოულში ყოველწლიურ ეკონომიკურ სიმპოზიუმზე, მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკირების გამოსვლების წინ იაფდება. 

Comex-ის ბირჟაზე დეკემბრის ოქროს ფიუჩერსები 0.6%-ით, უნციაზე 3,369 აშშ დოლარამდე დაეცა.

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი 22 აგვისტოს სიმპოზიუმის წინაშე გამოვა სიტყვით და ბაზრის მონაწილეები ყურადღებით დააკვირდებიან მის გამოსვლას  ძირითადი საპროცენტო განაკვეთის შემდგომი ტრაექტორიის შესახებ სიგნალებთან დაკავშირებით. 

ბაზარი, მთლიანობაში, უკვე სექტემბრის შეხვედრაზე განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირებას ელის. მონეტარული შერბილება, როგორც წესი, ოქროსთვის დადებითი ფაქტორია.

„ფასები მომდევნო კვირების განმავლობაშიც მაღალი დარჩება, რადგან ბაზარი ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთების შემცირებას ელოდება“, - წერენ BMI-ის ანალიტიკოსები (Fitch Solutions-ის ნაწილი). „ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2025 წლის ბოლომდე ოქროს ფასი უნციაზე 3,200-დან 3,600 დოლარამდე დიაპაზონში ივაჭრება“.

წყარო: interfax