აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს -USAID „ფლანგვისა და სახსრების ბოროტად გამოყენების“ სია გამოაქვეყნა.
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ USAID-ის „ფლანგვისა და სახსრების ბოროტად გამოყენების“ რამდენიმე მაგალითს ასახელებს, თუმცა „სიის დაუსრულებლად გაგრძელება შეიძლება“.
სიაში ამ ეტაპზე საქართველოში განხორციელებული არცერთი პროგრამა არ მოხვდა.
USAID „ფლანგვისა და სახსრების ბოროტად გამოყენების“ სია:
- 1,5 მლნ დოლარი „თანასწორობისა და ინკლუზიურობის განვითარებისთვის სერბეთის სამუშაო ადგილებსა და ბიზნეს საზოგადოებაში“ - სერბეთი
- 70.000 დოლარი ირლანდიაში “DEI-მუსიკის” წარმოებისთვის
- 2.5 მლნ დოლარი ვიეტნამის ელექტრომობილებისთვის
- 47.000 დოლარი “ტრანსგენდერული ოპერისთვის” კოლუმბიაში
- 32.000 დოლარი “ტრანსგენდერული კომიქსისთვის” პერუში
- 2 მლნ დოლარი სქესის ცვლილებისა და „ლგბტ-აქტივიზმისთვის“ გვატემალაში
- 6 მლნ დოლარი ტურიზმის დასაფინანსებლად ეგვიპტეში
- ასობით ათასი დოლარი არაკომერციული ორგანიზაციისთვის, რომელიც დაკავშირებულია აღიარებულ ტერორისტულ ორგანიზაციებთან
- მილიონობით დოლარი EcoHealth Alliance-ისთვის, რომელიც ჩინეთის უჰანის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდა
- ასობით ათასი დოლარის საკვები პროდუქტი სირიაში ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ მებრძოლებს მიეწოდებოდა
- განვითარებად ქვეყნებში ჩასახვის საწინააღმდეგო „პერსონალიზებული“ კონტრაცეპტივების დაბეჭდვის დაფინანსება
- ასობით მილიონი დოლარი “ირიგაციის არხების, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობისა და სასუქის დასაფინანსებლად, რომლებიც ავღანეთში ყაყაჩოს უპრეცედენტო კულტივაციისა და ჰეროინის წარმოებისთვის გამოიყენება" და რასაც სარგებელი თალიბებისთვის მოაქვს.