საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.  საქართველო  OTM 2025-ზე დიდი დელეგაციით და ეროვნული სტენდით წარდგა.  საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45-მდეკერძო კომპანია მონაწილეობდა.  გამოფენის შესახებ საუბრობს, Concierge Tbilisi-ის წარმომადგენელი ნინო სხირტლაძე.

ძალიან საინტერესო ბაზარი ინდოეთი,განსაკუთრებით კერძო სექტორის განვითარების კუთხით, რადგან გვინდა შემოვიყვანოთ უფრო მაღალშემოსავლიანი მოგზაურები, რომელიც მეტს დახარჯავს ჩვენს ქვეყანაში და ეს განავითარებს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას, ვაპირებ,რეგულარულად მივიღო მონაწილეობა მსგავს გამოფენებში. ძალიან მიხარია, რომ ღირსეული კომპანიები არიან ჩვენ პარალელურად წარმოდგენილნი და სწორ იმიჯს ვუქმნით საქართველოს და დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე სოლიდურ გარიგებას გავაფორმებთ“,-განაცხადა ნინო სხირტლაძემ.

OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.