მიუღებელია ის, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
ის იმედოვნებს, რომ „მაგნიტსკის სანქციები“ საქართველოს „სწორ გზაზე დაყენებას ხელს შეუწყობს, რადგან რაც იქ ახლა, ჩვენი საუბრის მომენტში ხდება, მიუღებელია“.
„მიუღებელია ის, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებს. ასე რომ, ჩემი აზრით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ სად შეიძლება „მაგნიტსკის სანქციები“ სასარგებლო იყოს“, - განაცხადა ბენ კარდინმა.