გერმანული Mercedes-Benz Group AG თავისი GLC SUV-ის წარმოებას შეერთებულ შტატებში გადაიტანს. ამერიკული GLC-ის წარმოება ალაბამას შტატში, Mercedes-ის ქარხანაში 2027 წლის ბოლოს დაიწყება. ამის შესახებ Bloomberg წერს.
უფრო ადრე, ამ თვის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა, რომ წარმოებას აშშ-ში გადაიტანს, რადგან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ზრდის ხარჯებს და იმპორტირებულ ავტომობილებს ნაკლებად კონკურენტუნარიანს გახდის. თუმცა, იმ დროს Mercedes-მა არ დააკონკრეტა, რომელ მოდელზე იყო საუბარი.