კალიფორნიაში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ UFC-იმ მებრძოლთა რეიტინგი განაახლა. საერთო კლასიფიკაციაში მერაბ დვალიშვილი ორი საფეხურით დაწინაურდა და მეხუთე ადგილზეა.
UFC 311-ზე დვალიშვილმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სუპერმსუბუქი (61კგ) წონის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.
ამ ღონისძიებამდე დვალიშვილი ყველა წონის მებრძოლთა გაერთიანებულ რეიტინგში (P4P) მეშვიდე ადგილზე იყო. იმავე კლასიფიკაციაში მეოთხეა ილია თოფურია, რომელიც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია.
UFC-ის მებრძოლთა საერთო რეიტინგი:
- ისლამ მახაჩევი
- ჯონ ჯონსი
- ალექს პერეირა
- ილია თოფურია
- მერაბ დვალიშვილი
- ბელალ მუჰამედი
- დრიკუს დუ პლესი
- ტომ ასპინალი
- ალექსანდრე პანტოჟა
- ლეო ედვარდსი
- ალექსანდერ ვოლკანოვსკი
- მაქს ჰოლოუეი
- შონ ო’ მალი
- შონ სტრიკლენდი
- ჩარლზ ოლივეირა