მექსიკამ ახალი სატარიფო პროლიტიკა წარადგინა: ყველას, ვისაც მექსიკასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება არ აქვს, იმპორტზე გადასახადები გაეზრდება. 

ვაჭრობის სამინისტროს განმარტებით, ახალი ტარიფები 1,400-ზე მეტ პროდუქციას შეეხება.

ტარიფების გაზრდის ინიციატივა საერთო ინდუსტრიული სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერასა და მექსიკელი დასაქმებულების დაცვას ისახავს.

როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებით მექსიკის ხელისუფლებამ მიზანში ჩინეთი ამოიღო. საქმე ისაა, რომ თუ ტარიფები დაწესდა, მაშინ ჩინური ავტომწარმოებლებისთვის დაწესებული დამატებითი გადასახადი 20%-დან 50%-მდე გაიზრდება და ჯამურად ზეგავლენას $52 მილიარდის იმპორტირებულ პროდუქციაზე იქონიებს.

ვაჭრობის სამინისტროს განცხადებას ოფიციალური პეკინი უკვე გამოეხმაურა. როგორც ჩინეთის მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, მექსიკამ ინიციატივა უკან უნდა გაიწვიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთი საპასუხო ეკონომიკურ ზომებს მიიღებს.