წარმატებული გამოდგა 12 ოქტომბერი სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის გუნდებისთვის, NBA-ს წინასასეზონო მატჩებში ორივემ გაიმარჯვა. მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ სტუმრად, ვაშინგტონში „ვიზარდსი“ 113:112 დაამარცხა, ხოლო ბითაძის „ორლანდომ“ შინ „მაიამი ჰიტს“ 120:104 სძლია.

მამუკელაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 20 წუთი ითამაშა. სტატისტიკაც შედეგიანი ჰქონდა – 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა.

ბითაძემ კი 17 წუთში 2 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. როდესაც ის მოედანზე იყო, „ორლანდო“ 16 ქულით დაწინაურდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მატჩში.

„ტორონტო“ მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს „ბოსტონ სელტიკსის“ წინააღმდეგ გამართავს, „ორლანდო“ კი 17 ოქტომბერს „ნიუ ორლეანსს“ დაუპირისპირდება.

პირველი არხი