მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) წინასწარი შეფასებით, გლობალურმა ცენტრალურმა ბანკებმა 2026 წლის მაისში თავიანთ სავალუტო რეზერვებში ოქროს მოცულობა 41.2 ტონით გაზარდეს.

„ცენტრალური ბანკები მაისში შესყიდვების რეჟიმს დაუბრუნდნენ და საკმაოდ ენერგიულად“, - აღნიშნავს WGC-ის ანალიტიკოსი მარისა სალიმი. „ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ცენტრალური ბანკები რეზერვებში ოქროს როლთან დაკავშირებით დადებით დამოკიდებულებას ინარჩუნებენ“. WGC-ის ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ცენტრალური ბანკების 89% მომდევნო წლის განმავლობაში გლობალურ სავალუტო რეზერვებში ოქროს წილის ზრდას ელის, ხოლო რეკორდული 45% საკუთარ რეზერვებში ოქროს წილის ზრდას ელის.

მაისში ოქროს ყველაზე აქტიური მყიდველები იყვნენ პოლონეთი (18.2 ტონა), ჩინეთი (10 ტონა), უზბეკეთი (8.7 ტონა), ყაზახეთი (6.9 ტონა), სინგაპური (3.6 ტონა), ჩეხეთი (1.7 ტონა) და იორდანია (1.1 ტონა).

ოქროს ძირითადი გამყიდველები იყვნენ რუსეთი (მინუს 6.2 ტონა, WGC-ის შეფასებით) და თურქეთი (2.7 ტონა).

წყარო: interfax